logo

რა თანხა გამოიმუშავა "იუვემ" სეზონის პირველ ნახევარში

რა თანხა გამოიმუშავა "იუვემ" სეზონის პირველ ნახევარში

გასული ზაფხულისა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრების დროს ტურინის "იუვენტუსმა" ჯამში 85.46 მილიონი ევრო გამოიმუშავა მოგების სახით. ეს ანგარიში კლუბმა ვებსაიტ Calcio e finanza-ზე 2019 წლის 31 დეკემბერს გამოაქვეყნა.

ამ ანგარიშის მიხედვით, "ბიანკონერიმ" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელების გაყიდვით 61.94 მილიონი ევრო გამოიმუშავა. ამ თანხის უდიდესი ნაწილი "იუვემ" ჟოაო კანსელუს "მანჩესტერ სიტიში"(30.44) და მოიზე კინის "ევერტონში"(27.07) გაყიდვით მიიღო. ამას ემატება 2.3 მილიონი, რომელიც ბონუსებად იყო გათვლილი მოთამაშეებისთვის, რომლებმაც გუნდი სეზონის პირველ ნახევარში დატოვეს.

2020 წლის 3 იანვრიდან 31 იანვრამდე ფეხბურთელების გაყიდვით ან გასხვისებით "იუვენტუსმა" 23.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა. 

აღნიშნული მოხსენება არ ითვალისწინებს 4.26 მილიონი ევროს ღირებულების მოგებას, რაც კლუბმა მარიო მანჯუკიჩის "ალ დუჰაილში" გაშვებით მიიღო. 



2 თვის წინ
408 / 0
სესე
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 26
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); იგუაინი(დაბრუნდება მარტში); დუგლას კოშტა (დაბრუნდება მარტში) პიანიჩი (დაბრუნდება მარტში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ