logo

დე ლიხტი: "ბარსას" "იუვე" სწორედ ამიტომ ვარჩიე"

დე ლიხტი: "ბარსას" "იუვე" სწორედ ამიტომ ვარჩიე"

ტურინის "იუვენტუსის" მცველმა მატიას დე ლიხტმა ჟურნალისტებთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, ცუდი სტარტი მქონდა, თუმცა ახლა ყველაფერი გაცილებით უკეთაა. ნოემბრის შემდეგ თავს კარაგად ვგრძნობ თუ არ ჩავთვლით მხრის მცირე ტრავმას."

"მწრთვნელი მენდობა და ეს ძალიან მახარებს. მაშინ როცა ლაზარეთში ვიყავი ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა სარი მოვიდა და მითხრა: "გუნდს საუკეთესო ფორმაში მყოფი ჭირდები, იბრძოლე ამისთვის."

"ამ სიტყვებმა ორმაგად გამაძლიერა და ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე გაცილებით კარგად გამოვიყურები, ვიდრე სეზონის დასაწყისში."

"იტალიური ბუნებრივია არ ვიცოდი და ეს დისკომფორტს მიქმნიდა. თავდაპირველად მხოლოდ ინგლისურად ვსაუბრობდი და ამ პერიოდში კიელინი ძალიან დამეხმარა. გუნდში ყველა იტალიურად საუბრობდა, თუმცა ჩემ მეგობარ გოგონასთან ერთად ენის შემსწავლელი კურსები გავიარე."

"ბარსა"? მე "იუვე" ვარჩიე, რადგან განვითარება მსურდა. ასევე ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი კიელინი და ბონუჩი იყვნენ."

"ისინი უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან. ორივე თავისი საქმის ოსტატია. მათგან ბევრი რამ ვისწავლე და კიდევ ვსწავლობ."

"იტალიაში დაცვას უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, სწორედ ეს განსხვავებაა ჰოლანდიასთან შედარებით. ჩემპიონთა ლიგა? შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ." - განაცხადა ჰოლანდიელმა.

7 თვის წინ
1764 / 0
დათო მალუტაშვილი
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით პირლოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას?

დადებითად
უარყოფითად
არაფერი შეიცვლება
სულ პასუხები: 23
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პაულო დიბალა - დაბრუნდება სექტემბრის ბოლოს; დე ლიხტი - დაბრუნდება ნოემბერში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-