კრიშტიანუმ "იუვენტუსში" ყოფილი მტერი დაპატიჟა

კრიშტიანუმ "იუვენტუსში" ყოფილი მტერი დაპატიჟა

ცნობილ იტალიურ სპორტულ საიტზე footballitalia-ზე სტატია გამოქვეყნდა, სადაც რაკიტიჩის სიტყვებია აღბეჭდილი.

ხორვატი ფეხბურთელი იხსენებს, თუ როგორ დაპატიჟა კრიშტიანუ რონალდუმ იგი კლუბში.

"2019 წლის ზაფხულში კრიშტიანუმ თავად დამირეკა და "იუვეში" დამპატიჟა, თანაც ტრანსფერი კლუბსაც სურდა, მაგრამ "ბარსელონამ" 50 მლნ ევროდ შემაფასა, რაც ტურინელებს ეძვირათ.

"რონალდუ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და იმის ყურება თუ, რას აკეთებს, ძალიან დიდი სიამოვნებაა", - განაცხადა რაკიტიჩმა.

ერთი წლის შემდეგ ხორვატი ფეხბურთელი 1,5 მლნ ევროდ გადავიდა "შევილიაში". 2018 წლამდე რაკიტიჩი და რონალდუ მოედანზე ერთმანეთის მოსისხლე მტრები იყვნენ, ერთი "ბარსელონას" ღირსებას იცავდა, მეორე კი "რეალის".

6 დღის წინ
381 / 1
Iakob kiria
user
Baqar89 შენ რჩები უეჭველი ჯერ 
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ