“მას დიდი პოტენციალი აქვს”- ფაბიო კაპელო

“მას დიდი პოტენციალი აქვს”- ფაბიო კაპელო

როგორც ცნობილია, მატიას დე ლიხტი "იუვენტუში" 2019 წელს გადავიდა. ამ ფეხბურთელის შესაძენად "ბიანკონერმა" 75 მილიონი გადაიხადა და კონკურენცია გაუწია ევროპის გრანდ კლუბებს, მათ შორის "ბარსელონასაც".

ამჯერად, დე ლიხტი, კიელინისა და ბონუჩის რეზერვია და მის მიმართ კრიტიკული მოსაზრებაც გაისმა. კერძოდ მარკო ვან ბასტენი თვლის, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავი იტალიაში ვერ განვითარდა. 

საპირისპირო მოსაზრება აქვს ფაბიო კაპელოს. იტალიელმა Tuttosport-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მცველს დიდი პოტენციალი აქვს. მისი წარმატება "იუვეში" დროის საკითხია და დარწმუნებულია, რომ მატიას დე ლიხტი ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გახდება.

5 დღის წინ
167 / 1
იკა
user
Baqar89 იმედია
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ