რამდენად რეალურია გრიზმანისა და დიბალას გაცვლა

რამდენად რეალურია გრიზმანისა და დიბალას გაცვლა

გასულ კვირას მედიაში მადრიდის "ატლეტიკოსა" და კატალონიის "ბარსელონას" შორის გაცვლა აქტიურად განიხილებოდა, რომლის მიხედვითაც საულ ნიგეზი "ბლაუგრანაში", ხოლო ანტუან გრიზმანი "როხიბლანკოში" გადავიდოდა. ბევრი მითქმა მოთქმის მიუხედავად, გარიგება ჩაიშალა.

L’Equippe-ს ინფორმაციით, კატალონიელები ფრანგი ფეხბურთელის გასხვისებას მაინც აქტიურად ცდილობენ, ერთ-ერთი ვარიანტი კი ტურინის "იუვენტუსთან" გაცვლაა, რომლის მიხედვითაც ისინი პაოლო დიბალას მიიღებენ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა გრიზმანი "ბებერ ქალბატონს" დაუკავშირეს, რომელსაც მედია კრიშტიანუ რონალდუს პოტენციურ შემცვლელადაც კი განიხილავდა.

მიუხედავად იმისა, რომ მასიმილიანო ალეგრი არგენტინელ ფეხბურთელს მისი გუნდის უცვლელ წევრად განიხილავს, მხარეები ჯერჯერობით ახალ კონტრაქტზე არ შეთანხმებულან, რამაც შესაძლოა იტალიელი სპეცეალისტის გეგმები შეცვალოს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, დიბალა-გრიზმანის გაცვლა ნაკლებადაა სავარაუდო და ეს ფაქტები ფაბრიციო რომანომ უარყო.

5 დღის წინ
175 / 1
იკა
user
Baqar89 ეს კრეტინობა არ მოხდება იმედია
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ