რა ბედი ელის მარკო პიაცას

რა ბედი ელის მარკო პიაცას

როგოც იცით, "იუვენტუსში" მარკო პიაცა დაბრუნდა, რომელიც იჯარით იყო "ჯენოაში" განათხოვრებული. 

იტალიური წყაროები იუწყებიან, რომ "ბიანკონერის" მისი დატოვება არ სურს, რადგან ხელმძღვანელობა მასში გამოსადეგ ფეხბურთელს ვერ ხედავს. ამ ყველაფერს მისი გასულ 4 კლუბში ნაჩვენები სტატისტიკით ასკვნიან.

თუმცა, რა თქმა უნდა, მას მსურველები მაინც ჰყავს, თანაც არც თუ ისე შორიდან. ხორვატი ფეხბურთელი "ტორინოს" სურს და მისი აგენტი კლუბთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

მარკო ტურინში ჩაფრინდა, მაგრამ "იუვეს" ბაზაზე ვარჯიშობს. თუმცა უახლოეს პერიოდში ამ ქალაქის სხვა მისამართზე მოუწევს მისვლა სეზონისთვის მოსამზადებლად.

იგი "იუვეს" 2016 წელს ეწვია. მას შემდეგ ჯერ "შალკეში" წავიდა, შემდეგ "ფიორენტინაში", მერე "ანდერლიხტში" და ბოლოს "ჯენოაში". ახლა კი "ტორინოსკენ" იღებს გეზს.

 

5 დღის წინ
230 / 1
Iakob kiria
user
Baqar89 წარმატება
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ