“იუვე” “ტოტენჰემის” ლიდერით დაინტერესდა - ახალი ინფორმაცია

“იუვე” “ტოტენჰემის” ლიდერით დაინტერესდა - ახალი ინფორმაცია

როგორც მოგეხსენებათ, ფეხბურთის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და კლუბების აქტივობები დიდ ინტერესს იწვევს.

რამდენიმე ფეხბურთელის ბედზე კი, განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ. მათ შორისაა ჰარი კეინი. ინგლისელს "ტოტენჰემის" დატოვება სურს, მაგრამ ცოტაა გუნდი ვისთვისაც მისი ფასი ხელმისაწვდომია. 150 მილიონის გადახდა მხოლოდ "ჩელსის",  "პსჟ", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "მანჩესტერ სიტის" თუ შეუძლია.

ამ თვის დასაწყისში, Daily Star- მა განაცხადა,რომ "იუვენტუსი" ცდილობს გამონახოს საშუალება კეინის შესაძენად. "ბიანკონერს" 150 მილიონის გადახდა არ შეუძლია. ვარიანტად შეიძლება გამოდგეს ნაკლები თანხა და რომელიმე ფეხბურთელი.

ლონდონური კლუბი ცდილობს შეინარჩუნოს ინგლისელი ვარსკვლავი, მაგრამ თუ კეინი აზრს არ შეიცვლის, "ტოტენჰემის" მეპატრონეს დანიელ ლივაის , მოუწევს "იუვენტუსის" წინადადებას მოუსმინოს.

4 დღის წინ
262 / 1
იკა
user
Baqar89 გვჭირდება კი საერთოდ
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ