შესაძლოა "იუვენტუსმა" კიეზა დაკარგოს

შესაძლოა "იუვენტუსმა" კიეზა დაკარგოს

როდესაც ამ სტატიის სათაური წაიკითხეთ, ალბათ იფიქრებდით, რომ ავტორმა რაღაც შეთხზა, რათა რეიტინგი მოაგროვოს, მაგრამ ეს ასე არ არის.

დიახ, შესაძლოა თქვენი ეჭვი საფუძვლიანი ყოფილიყო იქიდან გამომდინარე, რომ კიეზა "იუვენტუსისთვის" ხელშეუხებელია, მაგრამ ეს აისბერგის მხოლოდ ზედა ნაწილია.

საქმე იმაშია, რომ კიეზა ბოლომდე "იუვენტუსის" ფეხბურთელი არ არის. მეტიც, იგი "ფიორენტინას" საკუთრებაში იმყოფება.

მოდით გადავხედოთ ფედერიკოსა და "ბიანკონერის" კონტრაქტს. მხარეებმა ორ წლიან იჯარას მოაწერეს ხელი, რა დროის განმავლობაშიც ტურინელები ფლორენციელებს პირველ წელს 2,7-ს ხოლო მეორე წელს 6.7 მლნ ევოს გადაუხდიან.

ორი წლის შემდეგ, ანუ, მომდევნო სეზონის დასრულებისას კიეზას ავტომატურად მოუწევს "ფიორენტინაში" დაბრუნება, მაგრამ ტურინელებს კოზირი აქვთ, გამოსყიდვიდ უფლება.

დიახ, კლუბს შესაძლებლობა აქვს ფეხბურთელი 33,7 მლნ ევროდა გამოისყიდოს, მაგრამ დამატებითი გადასახადები და ბონუსები ამ თანხას 60მლნ ევრომდე სწევს.

"იუვენტუსი" უკანასკნელ წლებში ძალიან დიდ მინუსში წავიდა, რის გამოც უჭირს ახალი ფეხბურთელების ყიდვა. ამიტომაც 60 მლნ ევროს გაღება მათთვის რთული საქმე იქნება, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუს საკითხს თუ მოაგვარებენ ტურინელები (თუ გაუშვენებ, ან ხელფასს თუ შეუმცირებენ), მაშინ შესაძლებელი იქნება ამ თანხის გამონახვა.

კიეზა უკვე იმდენად ძვირფასია "იუვესთვის" ყველანაირ ხერხს მონახავენ მის შესანარჩუნებლად. რა თქმა უნდა, ერთი იდეალური სეზონი არ ნიშნავს იმას, რომ იგი ასე გააგრძელებს, მაგრამ თუ ასეც მოხდა, მის შესანარჩუნებლად "ბებერი ქალბატონი" თავს არ დაზოგავს.

2 თვის წინ
552 / 4
Iakob kiria
user
Baqar89 და კიდე ერთი ამ საიტს კი არ აკლია რეიტინგი იმ იუვეს ბალეშიკებს აკლია ტვინი ვინც ვერ ხედავს ამ საიტს ან უბრალოდ რამე არ მოწონს ჯიგრები ხართ
user
Baqar89 არა მეგობარო იუვე ამას არ დაუშვებს ახლა თვითონ კიეზა თუ გამოშტერდა თავისთავად გაუშვებენ და არც ამ თანხას გადაიხდიან ისე გამორიცხულია
user
Iakob kiria Baqar89 შემოგევლე ბაქარ. უბრალოდ ზოგიერთ ქომაგი, ვინც შემოდის, ბრაზდება და გვეუბნება, სიახლეებზე ძალით გადაგყავართო smile
user
Baqar89 Baqar89 გაიხარე მოდი მაშინ მასეთ ქომაგებს ნუ დავარქმევთ იუვეს ბალეშიკს და აქ დაიდება სუფთა ინფორმაცია თუ სავარაუდო სიახლე არცერთი იუვეს ბალეშიკის საქმე არაა აქ რო არ დაიდება სიახლეა ეს არის ცუდი თუმცა ისეთი მაგრები ხართ ეს რო არ მოხდება ყოველთვის ვიცი ამიტო ნუ გეწყინებათ ვითომ ბალეშიკებისგან ასეთი უაზრო კომენტარები და ლაპარაკი იმედია იუვე წელს გაგვახარებს ნამდვილ ბალეშიკებს და ლიგასაც დადებს ალეგრი გუნდს აათამაშებს მაგრა მჯერა
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ