რა ხდება ჟესუსის ტრანსფერთან დაკავშირებით - ახალი ინფორმაცია

რა ხდება ჟესუსის ტრანსფერთან დაკავშირებით - ახალი ინფორმაცია

როგორც ვიცით, სერხიო აგუერო "მანჩესტერ სიტიდან" წავიდა. არგენტინელი ფორვარდის წასვლის შემდეგ, ალბათ ყველა ვივარაუდებდით, რომ მას გაბრიელ ჟეზუსი შეცვლიდა, რომელიც "სიტიმ" აგუეროს შესაცვლელად, 4 წლის წინ, შეიძინა.

თუმცა, ეს ყველაფერი, შეიძლება ასე არ მოხდეს. მის შემდეგ, რაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა, "სიტი" ცდილობს, რომ "ტოტენჰემის" ვარსკვლავი ჰარი კეინი შეიძინოს. ჰარი კეინის გადმოსვლა გამოიწვევს გაბრუელ ჟეზუსის კვლავ სათადარიგო სკამზე ჯდომას, რაც ბრაზილიელს არ სურს.

TuttoSport- ის ინფორმაციით, ბრაზილიელი ფორვარდით "იუვე" არის დაინტერესებული. "სიტი" ბრაზილიელისთვის 50 მილიონს ითხოვს. 

მიუხედავად დიდი ინტერესისა, “იუვეს” არ აქვს მისი ყიდვის საშუალება და ამიტომ ტურინულ კლუბს მისი მოყვანა იჯარით სურს, იმ პირობით რომ იჯარის დამთავრების შემდეგ მისი გამოსყიდვა შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ ჟეზუსს "სიტის" რიგებში 131 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 50 გოლი გაიტანა. 

1 თვის წინ
316 / 1
იკა
user
Baqar89 გაიგე რა მოხდება აქ
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ