"ნაპოლიმ" ინსინიეს ფასი დაადო - "იუვენტუსი" საქმეშია

"ნაპოლიმ" ინსინიეს ფასი დაადო - "იუვენტუსი" საქმეშია

TDFichajes-ის ინფორმაციით, მომდევნო სეზონში ლორენცო ინსინიე "ნაპოლის" მოთამაშე აღარ იქნება, რადგან კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი არ აპირებს მოთხოვნები წაუყენოს იმ მოთამაშეებს, რომელთაც კონტრაქტი 2022 წელს ეწურებათ.

შესაბამისად, იმის გამო, რომ ნეაპოლურმა კლუბმა იტალიელი ნახევარმცველი სრულიად უფასოდ არ დაკარგოს, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე მისი გაყიდვა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია.

როგორც ირკვევა, "ნაპოლი" ლორენცო ინსინიეს სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონ ევროს ითხოვს.

ფეხბურთელის ტრანსფერით "მილანთან" ერთად მადრიდის "ატლეტიკო", "იუვენტუსი" და "ინტერი" ინტერესდებიან.

1 თვის წინ
477 / 1
Iakob kiria
user
Baqar89 ბევრია ამაში
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ