"იუვენტუსმა" შეთავაზება გააორმაგა და კონკურენტთან უპირატესობა მოიპოვა

"იუვენტუსმა" შეთავაზება გააორმაგა და კონკურენტთან უპირატესობა მოიპოვა

გასული კვირების განმავლობაში ბრაზილიურ და იტალიურ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "მილანი" "სანტოსის" შემტევის, კაიო ხორგეს გადაბირებით იყო დაინტერესებული.

ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და "როსონერიმ" ფორვარდის სანაცვლოდ 3-მილიონიანი შეთავაზებაც გააკეთა, თუმცა როგორც ჩანს, სატრანსფერო დაპირისპირებაში "იუვენტუსი" წინ გაიჭრა.

SportMediaset-ის ინფორმაციით, "ბებერმა ქალბატონმა" ბრაზილიურ კლუბს ტალანტის სანაცვლოდ "მილანის" შეთავაზებულზე 2-ჯერ მეტი, 6 მილიონი ევრო შესთავაზა, შესაბამისად ტრანსფერიც უახლოეს დღეებში დაიხურება.

ცნობისთვის, ხორგეს "სანტოსთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ის ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე არსად გადავა, მას "იუვეს" რიგებში დამატება სრულიად უფასოდ შეეძლება.

1 თვის წინ
419 / 1
Iakob kiria
user
Baqar89 კარგია აქაც დუელის მოგება
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ