BREAKING: ხვიჩა კვარაცხელიამ ახალ კლუბთან კონტრაქტი შეათანხმა !!!

BREAKING: ხვიჩა კვარაცხელიამ ახალ კლუბთან კონტრაქტი შეათანხმა !!!

ხვიჩა კვარაცხელია ახალ კლუბს უახლოვდება და მეტიც, მან კლუბთან კონტრაქტი უკვე შეათანხმა - იუწყება რუსული გამოცემა Metaratings.ru.

წყაროს ინფორმაციით, ხვიჩამ იტალიურ "მილანთან" შეთანხმებას უკვე მიაღწია და დიდია ალბათობა, რომ ის კარიერას სწორედ სან სიროზე გააგრძელებს.

გამოცემა წერს, რომ ტრანსფერში დიდი როლი ითამაშა "მილანის" ყოფილმა ქართველმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ, რომელმაც ხვიჩას რეკომენდაცია გაუწია.

შეგახსენებთ, რომ "როსონერის" ინტერესზე აქამდეც იწერებოდა და იტალიურ კლუბს ხვიჩას კანდიდატურა მოსწონდა, ახლა კი, როგორც ჩანს, პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა.

გარდა ამისა, დღეს ქართველმა ვინგეტმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა რომელზეც ასეთი წარწერა დაიტანა:

"DCtrue", რაც იშიფრება როგორც Dreams come true - ოცნებები ხდება.

შეგვიძლია თამამად ვიფიქროთ, რომ ეს სწორედ გუშინ გავრცრლებული ინფორმაციის დასტურია.

აქვე გრეტყვით იმასაც, რომ გასულ ღამეს "რუბინმა" "სპარტაკი" დაამარცხა და მატჩის შემდეგ კვარას საზეიმოდ გადასცეს გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი, რომელიც ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

1 თვის წინ
297 / 0
Iakob kiria
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ