როგორ გამოეხმაურნენ "მილანის" ფანები ხვიჩას შესაძლო ტრანსფერს

როგორ გამოეხმაურნენ "მილანის" ფანები ხვიჩას შესაძლო ტრანსფერს

როგორც მოგეხსენებათ, ამ ბოლო დღეებში აქტიურად იწერებოდა ხვიჩა კვარაცხელიას "მილანში" შესაძლო ტრანსფერზე.

"როსონერის" ქომაგები ხვიჩას სან სიროზე გადმოსვლას დადებითად გამოეხმაურნენ.

თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ხვიჩას ტრანსფერის წინააღმდეგნი არიან. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო კომენტარს:

„ეს ბავშვი მართლაც საოცარია, განსაკუთრებით მისი დრიბლინგითა და სათამაშო ტემპით. მილან სწრაფად წაიყვანე“.

„რომელი ფეხით თამაშობს? თუ ფეთქებადი მარჯვენა ვინგერია კარგია მილანისთვის და ის მალე უნდა შეიძინონ. მოდენასთან მატჩის შემდეგ კასტილეხოს თამაშის ყურებით დავიღალე“.

„მალდინი შეწყვიტე ფეხბურთელების ყიდვა ისეთი ქვეყნებიდან, სადაც არ იციან ბურთი მრგვალია, თუ კვადრატული“.

„ჰაუგე აღარ არის...“

„რამდენადაც კარგი არ უნდა იყოს ჰაუგე, ეს (კვარა) გაუმჯობესებაა“.

“ამ სახელს მალე მთელი გულით დაიმახსოვრებთ. მილანი იღბლიანია“.

„ჯანდაბა, როგორ უნდა წარმოვთქვა მისი გვარი? მოდი მას „ვიჩა“ დავუძახოთ“.

„ის უფრო მეტად მზად არის, ვიდრე ბრაზილიელი (ლეაო). ამ ორს შორის არჩევა, რომ მომიწიოს მე ქართველს ავირჩევ“.

„ნიჭიერი ბიჭია. იმედია მას მალე მილანის მაისურით ვნახავ“.

„ის ნამდვილად ჯადოქარია. მის ფეხებში ბურთის ხილვა მართლაც სიამოვნებაა“.

„ამ მომენტისთვის ის golden boy-ის გამოკითხვაში პირველ ადგილს იკავებს“.

„შეგვიძლია მას კაკა დავუძახოთ. მისი სახელიდან და გვარიდან პირველი და ბოლო ასოები ავიღოთ“.

1 თვის წინ
376 / 0
გიო
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ