დღეს "იუვენტუში" 5 ფეხბურთელი დაბრუნდა

დღეს "იუვენტუში" 5 ფეხბურთელი დაბრუნდა

"იუვენტუსის" ბანაკს ფეხბურთელები ნელ-ნელა უბრუნდებიან. ვინც სანაკრებო პაუზის დროს მშობლიურ გუნდს ვერ დაეხმარა, ალეგრისთან ერთად ვარჯიში 13 ივლისიდან დაიწყეს, დანარჩენები კი ნელ-ნელა ბრუნდებიან.

დღეს ტურინში იუვეს 5 ფეხბურთელი დაბრუნდა, მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს და ხვალიდან ვარჯიშებს უკვე სრული დატვირთვით დაიწყებენ.

დე ლიხტი, კულუსევსკი, რაბიო რემზი და რონალდუ. ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ევროპის ჩემპიონატს ადრე გამოეთიშნენ. შესაბამისად, დასვენებისთვის დრო ჰქონდათ და მათი შვებულების ვადა უკვე ამოიწეურა.

დროთა განმავლობაში გუნდს მორატაც შეუერთდება სამხრეთ ამერიკელებთან ერთად. კიელინი, ბერნარდესკი, ბონუჩი და კიეზა კი გუნდს ბოლოს ეწვევიან.

დიდი ალბათობით, ლოკატელიც სხვა იტალიელებთან ერთად, შვებულების დასრულების შემდეგ ჩავა ტურინში და კონტრაქტს ხელს მოაწერს.

1 თვის წინ
350 / 1
Iakob kiria
user
Baqar89 კარგია ეს ყველაფერი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ