logo

სარის პირველი კომენტარი "ინტერის" დამარცხების შემდეგ

სარის პირველი კომენტარი "ინტერის" დამარცხების შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ "იუვემ" "ინტერი" მიიღო და ანგარიშით 2-0 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ ტურინელთა თავკაცმა მაურისიო სარიმ პრესკონფერენცია გამართა.

პირველი კითხვა კუადრდადოს მარჯვენა მცველობას, დუგლას კოშტას ძირითადში დაყენებას და დიბალას სკამზე დატოვებას ეხებოდა.

"ჩვენ ეს გადაწყვეტილება შეთანხმებულად მივიღეთ. კოლუმბიელი, რომ წინ დამეყენებინა, მაშინ კოშტას შემადგენლობასი ვეღარ ჩავსვავდი. პაულო? ის ჩვენი კოზირია, რომელიც ზუსტ დროს გამოვიყენეთ." 

"მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, თუმცა სეზონი ჯერ არ დამთავრებულა და არ უნდა მოვდუნდეთ. ჩემი გუნდის თამაში ძალიან მომეწონა."

"რემზი? ის ძალიან განვითარდა. უელსელს შემტევების უკან თამაში შესანიშნავად გამოსდის. ეს მან ამ შეხვედრაში კიდევ ერთხელ დაამტიკიცა."

"ძალიან სასიხარულოა, რომ ისეთი გუნდისგან, როგორიც "ინტერია" მხოლოდ ერთი დარტყმა მივიღეთ."

"სეზონის შეწყვეტა? კორონა ვირუსის გამო ძალიან ვწუხვარ. თითოეული ადამინის მდგომარეობაში შევდივარ, თუმცა მე მწრთვნელი ვარ და მხოლოდ ფეხბურთზე ვსაუბრობ." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

4 თვის წინ
358 / 0
დათო მალუტაშვილი
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 52
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); ალექს სანდრო (დაბრუნდება ივლისში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ