გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც "იუვენტუსმა" "ინტერს" 2-0 მოუგო, "ნერაძურის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ "ბიანკონერიზე" დასაფასებელი განცხადება გააჟღერა.
"ჩვენ "იუვენტუსის" დონეზე არ ვართ. სერია ა-ს ყველა გუნდი ტურინელებისგან შორსაა", - განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე წარსულში "იუვეს" მოთამაშე იყო. 2011-14 წლებში კი "ბიანკონერის" წვრთნიდა.