logo

ფეხბურთის წესებში ცვლელებები შევა

ფეხბურთის წესებში ცვლელებები შევა

ფეხბურთი გუნდური სპორტია, რომელშიც 11 კაცისგან შემდგარი ორი გუნდი უპირისპირდება ერთმანეთს, თუმცა მისი წესები კიდევ უფრო ღრმა და მრავალფეროვანია. მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სპორტი დაარსების დღიდან ცვლილებებს განიცდის სრულყოფის მისაღწევად და როგორც ჩანს, ეს პროცესი კვლავ გრძელდება.

UEFA-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა ფეხბურთის წესების ცვლილებებზე ისაუბრა. მან აქცენტი თამაშგარე მდგომაორებაზე და ხელით თამაშზე გააკეთა.

"სანტიმეტრიანი თამაშგარე თამაშგარე არაა. ვიდეო რეფერი  მხოლოდ აშკარა შეცდომის დროს უნდა გამოიყენებოდეს და უნდა ივლებოდეს უფრო ფართო ხაზები. ამჟამინდელი სისტემა იდეალური არაა. ერთი შეცდომით შეიძლება გუნდს სეზონი გაუფუჭო. რაც შეეხება ხელით თამაშს, ამ საკითხზე მსაჯებთან ერთად ვმსჯელობთ, თუმცა ჯერ-ჯერობით არ ვიცით, როგორ შევცვალოთ." – განაცხადა ჩეფერინმა.

ახალი წესი, სავარაუდოდ, მომდევნო სეზონიდან ამოქმედდება ან მისი დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე შედგება.

5 თვის წინ
994 / 0
ავთანდილი
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 75
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუგლას კოშტა, პაულო დიბალა, დე შილიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-