ცოტა ხნის წინ ცნობილმა სპორტულმა საიტმა, Transfermarket-მა ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები გამოაქვეყნა საკუთარი ვერსიით.
ძალიან გასაკვირია, მაგრამ "იუვენტუსისა" და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ სულ რაღაც 67.5 მილიონ ფუნტ სტერლინგად იყო შეფასებული. შედარებისთვის, სწორედ ამდენია "ინტერის" ფორვარდის, რომელუ ლუკაკუს ღირებულება.
ამ ფაქტმა, როოგორც ჩანს, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ძალიან გააღიზიანა და საკუთარი ტვიტერის ექაუნთიდან Transfermarket წაშალა, რაც არც ისე უსაფუძვლოა.
დამეთანხმებით, კრიშტიანუს სატრანსფერო ფასი მართლაც სასაცილო იყო, იმის გათვალისწინებითაც, რომ მიმდინარე სეზონში ის ბრწყინვალედ გამოიყურება.
პირველი ადგილი სერია ა-ს მოთამაშეებიდან კრისტიან ერიქსენს უკავია(81 მილიონი). რონალდუს ასევე უსწრებენ პაულო დიბალა (76.5) და ლაუტარო მარტინესი (72).