logo

კორონავირუსმა რემზი დააზარალა

კორონავირუსმა რემზი დააზარალა

"იუვენტუსის" ნახევარმცველი, აარონ რემზი კორონავირუსის შედეგად დაზარალებული აღმოჩნდა. დიდი ალბათობით, ის ვერ შეძლებს უელსში გამგზავრებას და ეროვნული ნაკრების დახმარებას. ამის მიზეზი იტალიის საზღვრების გადაკეტვაა. აღნიშნულ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო PA ავრცელებს. 

ფეხბურთელი ვერ მიიღებს მონაწილეობას აშშ-სა და ავსტრიის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ, რომლებიც ამ თვეში გაიმართება. 

მოგეხსენებათ, იტალიის ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ქვეყანა მთლიანად წითელ ზონად გამოცხადდა და საზღრვების გადაკვეთა სასტიკად აიკრძალა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. 

კორონავირუსის გამო სერია ა-ც შეწყდა.

2 თვის წინ
482 / 0
სესე
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 23
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); იგუაინი(დაბრუნდება მარტში); დუგლას კოშტა (დაბრუნდება მარტში) პიანიჩი (დაბრუნდება მარტში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ