"კიდევ კარგი მსაჯმა ჩასტვინა" - ალეგრის მოულოდნელი განცხადება "მილანთან" მატჩის შემდეგ

"კიდევ კარგი მსაჯმა ჩასტვინა" - ალეგრის მოულოდნელი განცხადება "მილანთან" მატჩის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, დღეს "იუვენტუსმა" სერია ა-ში ზედიზედ მეოთხე მატჩი ვერ მოიგო, რაც რა თქმა უნდა, საგანგაშო შედეგია.

გთავაზობთ "ბებერი ქალბატონის" მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის, კომენტარს მატჩის შემდეგ.

"ძალიან კარგია, რომ მსაჯმა მალევე ჩასტვინა სასტვენს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლებოდა წაგვეგო.

მე ვარ პასუხისმგებელი შეცვლებზე და ვაღიარებ, არასწორად მოვიქეცი. დაცვითი სტილი უნდა გვეთამაშა. ეს ჩემი შეცდომა იყო.

დღეს მე ძალიან გაბრაზებული ვარ იმიტომ, რომ კინაღამ წავაგეთ 1-1-ის შემდეგ. როდესაც ჩვენ პირველ ნახევარში აბსოლუტური კონტროლი გვქონდა მატჩზე.

დავკარგეთ ფოკუსირება, უბრალოდ შეხედეთ კუთხურს. არ უნდა იყოს ასეთი მომენტები ჩვენს თამაშში. უნდა დავამტკიცოთ შესაძლებლობები.

დღეს მნიშვნელოვანი დაპირისპირება გვქონდა და გამარჯვება აუცილებელი იყო. ეს მილანისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო, რადგან ისინი კიდევ უფრო წინ წავლენ,"-იძახის იტალიელი.

3 კვირის წინ
827 / 1
გიო
user
Baqar89 არ ვიცი ალეგრი სერია აში რა ჯანდაბა შედეგს დადებ იმედია და მოხვდება საერთოდ თუ არა ისეთ ზონაში რო ლიგაზე ევროპა ლიგაზე ითამაშო ესეც საკითხავია ლიგას მიიწექეთ ახლა ბოლომდო გული მიგრძნობს შემდეგ სეზონში მარტო ისევ სკუდეტოზე და იტალიი მაშტაბით მოგიწევთ ტიტულისთვის ბრძოლა
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ