"იუვე" "მილანის" ნახევარმცველით ინტერესდება - ახალი ინფორმაცია

"იუვე" "მილანის" ნახევარმცველით ინტერესდება - ახალი ინფორმაცია

"Mundo Deportivo-ს" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „პარი სენ-ჟერმენი", „ბარსელონა" და "იუვენტუსი" ფრენკ კესის რადარზე იმყოფებიან.

შეიძლება ითქვას, რომ პარიზელები ამ ბრძოლაში ფავორიტნი არიან, რადგან ფინანსურად ბევრად უკეთესი მდგომარეობა აქვთ.

გავიხსენოთ ჟორჟინიო ვეინალდუმის შემთხვევა, როცა ნიდერლანდელ ფეხბურთელს აზრი „პსჟ-ს" მომხიბვლელმა შეთავაზებამ შეაცვლევინა.

შესაბამისად, დაბალია იმის ალბათობა, რომ შუახაზელი ტურინში ვიხილოთ.

გეტყვით, რომ კოტ დ'იუვარელს „მილანთან" ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

ცნობისათვის, "Transfermarkt-ის" ვერსიით, 24 წლის ცენტრალური ნახევარმცველის ღირებულება 55 მილიონი ევროა.

3 კვირის წინ
197 / 1
გიო
user
Baqar89 ეს კარგი იქნება
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ