logo

ძალიან სამწუხარო ინფორმაცია - დემირალისთვის სეზონი დაასრულებულია | რა სჭირს მედჰის?

ერთი შეხედვით "სტადიო ოლიმპიაკოზე" გამართული დაპირისპირება  მედჰი დემირალისთვის კარგი უნდა გამოსულიყო, მშვენიერ ასპარეზობასთან ერთად მან გოლის გატანაც მოახერხა მე-2 წუთზე, თუმცა ყველაფერი მისთვის ძალიან ცუდად წარიმართა.

იგი დაიმტვრა და მაურიციო სარის მისი  იძულებით შეცვლა მოუწია.

ამ დილას მას შემოწმება ჩაუტარდა, ექიმებმა კი განაცხადეს, რომ მის მარცხენა მუხლს მკურნალობა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა დაზიანება უფრო  გამძმდეს.

ეს ოპერაციას მოითხოვს და, როგორც წესი, მოთამაშეებს 6 თვიანი რეაბილიტაციის პერიოდი სჭირდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მედჰისთვის არა მარტო "იუვენტუსის" სეზონი დასრულდა, არამედ იგი ევრო 2020-ზეც შესაძლოა ვერ გავიდეს, სადაც იგი იტალიასთანაა ჯგუფში.

თურქეთისა და იტალიის შეხვედრა ამავე სტადიონზეა ჩანიშნული  ივნისში. შეძლებს და დემირალი ამ დროისთვის გამოჯანმრთელებას? ამას დამატებული ის, რომ  ფორმაში ჩადგომაც დასჭირდება მას.

მსგავსი ვითარებაა ნიკოლა ზანილოს თავსაც, რომელიც ექვს თვეს გამოტოვებს ოპერაციის გამო.

შეგახსენებთ, რომ მედჰი დემირალი ის ფეხბურთლია, რომელმაც მატიას დე ლიხტის ამოგდება შეძლოა სასტარო შემადგენლობიდან და მისმა ასპარეზობამ სატრანსფერო ღირებულება 18 მილიონიდან 50-მდე გაუზარდა.

გთავაზობთ ვიდეოს, სადაც მისი ასპარეზობა  და დაზიანების ეპიზოდი ჩანს "როამსთან" მატჩში.

2 თვის წინ
1014 / 0
იაკობ ქირია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); იგუაინი(დაბრუნდება მარტში); დუგლას კოშტა (დაბრუნდება მარტში) პიანიჩი (დაბრუნდება მარტში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ