logo

სარი: "ოდესმე გინახავთ ფეხბურთელი, რომელიც..."

სარი: "ოდესმე გინახავთ ფეხბურთელი, რომელიც..."

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ "რომას" დმარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში კარგად გამოვიყურებოდით. ის ფაქტი, რომ "ოლიმპიაკოზე" "რომასთან" გაგიჭირდება ახალი არავისთვისაა. რაც არ მომეწონა არის ის, რომ ლიდერობის დროს ვჯდებოდით და ძალიან ვფრთხიობდით,ზეწოლის გაზრდის ნაცვლად. სამი კონტრშეტევა ვერ გამოვიყენეთ".

"არ ვფიქრობ, რომ გრძელი პასები კარგი იდეაა. ამან შესაძლოა 6-7 გოლით მეტი  მოგვიტანოს სეზონში, მაგრამ 10-ით მეტი გაგვაშვებინოს. მომეწონა ის მომენტები, როცა ვაწვებოდით მათ და უკან ჩაჯდომას არ ვცდილობდით".

"მართალია, ბევრ პასებს რისკი მოაქვს, მაგრამ ბურთის წინ გადასატანად ბევრი პატარა გადაცემაა საჭირო. დაცვის სისტემაშინ ცვლილებების შეტანას ვაპირებ, ეს პროცესი უკვე დაწყებული მაქვს".

"დიბალას შეცვლა? მასზე ნაკლებად არც მე მანაღვლებს ეს, მაგრამ მომთმენი უნდა იყოს. თამაშმა მაჩვენა, რომ რამდენიმე ცვლილება უნდა შემეტანა. ოდესმე გინახავთ ფეხბურთელი, რომელიც მოედნიდან მხიარული გადის შეცვლაზე? ეს ნორმალურია და ვერ შევცვლით".

"რემზი და რაბიო? ყოველდღე ვითარდებიან და ორივეს ასპარეზობა მომწონს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი აქვთ დასახვეწი. რემზი "არსენლაში" გოლების გატანას იყო მიჩვეული, ეს მის დნმ-შია, მას უყვარს წინ წასვლა ხაზებს შორის. რაბიოზეც შემიძია მსგავსი რამის თქმა", - განაცხადა სარიმ.

1 კვირის წინ
412 / 0
იაკობ ქირია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 22
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჯორჯო კიელინი (დაბრუნდება თებერვალში); დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); სამი ხედირა (დაბრუნდება თებერვალში); დე შილიო (დაბრუნდება თებერვალში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

წითელი ბარათი - როდრიგო ბენტაკური (სერია ა-ს ერთი შეხვედრა)