როგორც მოგეხსენებათ, "იუვენტუსის" ფრანგი ნახევარმცველი, ბლეზ მატუიდი ტრავმირებული იყო და ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
საინტერესოა, რომ მის მალე გამოჯანმრთელებაში დიდი წვლილი შეიტანა ანდრეა ბარძალიმ. სწორედ მასთან ვარჯიშობდა ფრანგი.
"იუვეს" ყოფილი ფეხბურთელი მატუიდის აკეთებინებდა დამატებით ვარჯიშებს სისწრაფის, ტექნიკისა და პასების სიზუსტის გასაუმჯობესებლად.