ცოტა ხნის წინ უეფამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც შაბათს გაიმართება ვიდეო დისკუსია ევროპის ქვეყნების წარმონადგენლებთან კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, რომელზეც მიღებულ იქნება გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, რომ არაა გამორიცხული, ევროპული ტურნირები გადაიდოს.
ლა ლიგა და სერია ა უკვე შეწყდა და საფრთხე იმდენად გაზრდილია, ყველაფერს უნდა ველოდოთ.