კიელინი - "მრცხვენია, რომ იტალიელი ვარ"

კიელინი - "მრცხვენია, რომ იტალიელი ვარ"

იტალიის სერია ა-ში რასიზმს ვერაფერს უხერხებენ. "ნაპოლისა" და "ფიორენტინას" მატჩში ფლორენციელმა ფანებმა ნეაპოლელთა 3 მოთამაშეს შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენეს.

მომხდარის შესახებ იტალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ემოციურად ისაუბრა და ფეხბურთელებს, რომლებიც ხსენებულ თამაშში რასიზმის მსხვერპლი გახდნენ (კალიდუ კულიბალი, ვიკტორ ოსიმენი და ანდრე-ფრანკ ანგისა), სოლიდარობა გამოუცხადა.

"ამის გამო მრცხვენია, რომ იტალიელი ვარ. შემრცხვა იმისიც, რომ წარმოშობით მეც ტოსკანიდან ვარ.

ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ევროპაში ადამიანები იტალიას რასისტულ ქვეყნად მიიჩნევენ.

ჩვენ ყველამ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ასეთი ფაქტები იტალიას საშინელ ჩრდილს აყენებს. ვფიქრობ, უფრო მკაცრი კანონები უნდა არსებობდეს და დამნაშავეები მკაცრად უნდა დაისაჯონ,"-ამბობს იტალიელი.

1 თვის წინ
394 / 1
გიო
user
Baqar89 არ  გინდა ესეთი ლაპარაკი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ