კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერში" "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავის ხილვა უნდა

კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერში" "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავის ხილვა უნდა

როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანუ რონალდუმ "იუვენტუსი" ამ ზაფხულს დატოვა და "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდა.

გავლენიანი იტალიური გამოცემის, calciomercato-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს "წითელ ეშმაკებში" "ბებერი ქალბატონის" ერთ-ერთი ლიდერის და ახალგაზრდა ტალანტის ხილვა სურს.

წყაროს მტკიცებით, საუბარია ფედერიკო კიეზაზე, რომელიც ჯერ-ჯერობით "იუვეს" არ ეკუთვნის. იგი "ფიორენტინადან" იჯარით თამაშობს, თუმცა გამორიცხულია ის, რომ "ბიანკონერიმ" ფედე არ გამოისყიდოს.

Calciomercato-ს თუ დავუჯერებთ CR7-ს ძალიან უნდა, რომ თავის ყოფილ თანაგუნდელ, კიეზასთან, კიდევ ითამაშოს. ის ძალიან კარგად იცნობს იტალიელს და იცის თუ რა შეუძლია მას.

თუმცა, ეს ყველაფერი წარმოუდგენელია, რადგან არც თავად მოთამაშეს და არც "ზებრებს" არ სურთ ურთიერთობის შეწყვეტა.

6 დღის წინ
433 / 1
გიო
user
Baqar89 კიდე რა გინდა
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ