ფაბრიციო რომანო - "იუვენტუსი" ამ ფეხბურთელის შეძენას ზამთარში ეცდება

ფაბრიციო რომანო - "იუვენტუსი" ამ ფეხბურთელის შეძენას ზამთარში ეცდება

როგორც მოგეხსენებათ, "იუვენტუსი" აქტიურად გეგმავს, რომ გააძლიეროს ნახევარდაცვის ხაზი და ამისთვის ნებისმიერ ვარიანტს განიხილავს.

ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ბებერი ქალბატონი" აპირებს, რომ შეიძინოს აურელიენ ჩუამენი, "მონაკოდან".

წყაროს მტკიცებით, ზამთარში მასზე დიდი ბრძოლა იქნება, რადგან ნახევარმცველით "ჩელსიც" ძალიან აქტიურად არის დაინტერესებული.

აქვე გეტყვით, რომ ჩუამენის ფასი transfermarket-ის მიხედვით, 35 მილიონი ევროა. კონტრაქტი ფრანგულ გრანდთან, კი 2024 წლის ივნისში ეწურება.

3 დღის წინ
260 / 1
გიო
user
Baqar89 არ არის ძვირი რატომაც არა
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ