ზაკარიას უარი „რომას" – რა სურს შვეიცარიელ ფეხბურთელს

ზაკარიას უარი „რომას" – რა სურს შვეიცარიელ ფეხბურთელს

"Sport-ის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დენის ზაკარიამ „რომას" შეთავაზება უარით გაისტუმრა.

მეორე მხრივ, წყაროზე დაყრდნობით, „იუვენტუსიც" აკვირდება სიტუაციას, თუმცაღა შვეიცარიელი ფეხბურთელის სურვილი ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურის მორგება გახლავთ.

როგორც მოგეხსენებათ, 24 წლის ნახევარმცველი კატალონიური კლუბის ერთ-ერთი სამიზნეა. "Transfermarkt-ის" ვერსიით, ზაკარიას ღირებულება 27 მილიონი ევროა.

ზაკარიას მიუნხენგლადბახის „ბორუსიასთან" ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბლაუგრანას" შესაძლებლობა ექნება ზაფხულში იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს, თუ მანამდე რამე არ შეიცვალა.

მიმდინარე სეზონში დენისმა „კვიცების" რიგებში 5 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

2 დღის წინ
121 / 1
გიო
user
Baqar89 საინტერესოა კაცი ახლა ბარსაზე რო გააკეთებს არჩევანს
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ