კაიო ჟორჟე "რომასთან" სასტარტოში?! - რამდენად რეალურია ეს

კაიო ჟორჟე "რომასთან" სასტარტოში?! - რამდენად რეალურია ეს

როგორც მოგეხსენებათ, "იუვენტუსის" ფორვარდების უმეტესობა ტრავმირებულია. დიბალა და მორატა გუნდს "სამპდორიასთან" დაპირისპირების შემდეგ გამოაკლდნენ და ჯოვანი ალბანესის ინფორმაციით, მოიზე კინსაც აქვს მცირე პრობლემები.

წყაროს მტკიცებით, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დიდია იმის ალბათობა, რომ "ბებერი ქალბატონის" ახალგაზრდა ბრაზილიელი ტალანტი, კაიო ჟორჟე, "რომასთან" დაპირისპირებაში სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ.

"ბიანკონერის" შემტევის პოზიციაზე ფაქტიურად ერთი არჩევანი აქვს მხოლოდ და მხოლოდ - ფედერიკო კიეზა. შესაბამისად, მასიმილიანო ალეგრის აუცილებლად დასჭირდება კაიო, ამ უმნიშვნელოვანეს თამაშში. თუმცა, საინტერესოა იქნება თუ არა იგი ძირითად თერთმეტეულში.

2 დღის წინ
149 / 1
გიო
user
Baqar89 საინტერესო იქნება
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ