ევრამ ოქროს ბურთის ფავორიტი დაასახელა - ფრანგის თამამი განცხადება

ევრამ ოქროს ბურთის ფავორიტი დაასახელა - ფრანგის თამამი განცხადება

ყოფილმა ფეხბურთელმა, პატრიკ ევრამ, ოქროს ბურთის ფავორიტებზე ისაუბრა.

„ჩემი აზრით, ოქროს ბურთი ჟორჟინიო ან კანტეს უნდა მიიღოს. დავიღალე ამ პრიზის მესიზე მიცემით. რა მოიგო მან გასულ წელს? კარგი, კოპა ამერიკა. „ბარსელონასთან" ერთად რა გააკეთა?" – განაცხადა ფრანგმა.

გეტყვით, რომ არგენტინელმა მეგავარსკვლავმა გასულ სეზონში კოპა ამერიკასთან ერთად კოპა დელ რეის მოგებაც მოახერხა.

რაც შეეხება ჟორჟინიოს, იგი 2020/21 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევრო 2020-ის გამარჯვებული გახდა, კანტემაც, თავის მხრივ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი დაისაკუთრა.

ყველაფრის მიუხედავად, ბუქმეიქერები ოქროს ბურთის მოგების მთავარ ფავორიტად ლეო მესის მიიჩნევენ და სცენარის ამგვარად განვითარების შემთხვევაში ის ამ პრიზს მეშვიდედ დაეუფლება.

1 თვის წინ
234 / 1
გიო
user
Baqar89 აქ მართლა საინტერესო იქნება ვინ მოიგებს უკვე
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ