სერია ა-ს კლუბებს გადაწყვეტილების აღსრულება უჭირთ

სერია ა-ს კლუბებს გადაწყვეტილების აღსრულება უჭირთ

აპენინური გაზეთის "Mattino"-ს ცნობით, სერია A-ს კლუბებს იტალიაში არსებული კანონმდებლობის გამო, რასისტულ შემთხვევებთან ბრძოლა უჭირთ.

ყველა თანხმდება, რომ რასიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად საკმარისი არ არის გაკეთებული და უფრო მეტ კლუბს სურს, დაისაჯონ დამნაშავე პირები.

კალჩოს კლუბებმა ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ აიკრძალოს სტადიონებზე ყველა პირის დასწრება, ვინც ფეხბურთელებს რასობრივი სახის შეურაცხყოფას მიაყენებს. თუმცა ამის აღსრულება, თითქმის შეუძლებელი ხდება.

მიზეზი კონფიდენციალურობის კანონია, რომელიც აღნიშნულ ქმედებაში პირის ვინაობის გამხელას ზღუდავს. შესაბამისად, თითქმის შეუძლებელია სტადიონის შესასვლელებთან იმ პირის იდენთიფიკაცია, რომელსაც მატჩზე დასწრების უფლება არ აქვს.

ცნობილია, რომ სერია A-ს კლუბები მომავალში კვლავ იმსჯელებენ აღნიშნულზე. შესაძლოა განხილულ იქნას სტადიონებზე სახის ამომცნობი კამერების მონტაჟის საკითხიც. მანამდე კი კლუბები რასისტული ინციდენტის პირველივე ნიშნის დროს, დაუყოვნებლივ გამოაქვეყნებენ განცხადებას ფაქტის შესახებ.

1 თვის წინ
270 / 1
გიო
user
Baqar89 ალბათ კარგია ეს მკაცრი ზომები
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ