მატიე: "იუვენტუსთან მატჩის მერე ხალხს ჩემი მოკვლა უნდოდა"

მატიე: "იუვენტუსთან მატჩის მერე ხალხს ჩემი მოკვლა უნდოდა"

"ბარსელონას' ყოფილმა მცველმა ჟერემი მატიემ RAC1-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მან ტურინის "იუვენტუსთან" 2017 წელს ჩატარებული მატჩი გაიხსენა.

"იუვენტუსთან" მატჩის მერე ხალხს ჩემი მოკვლა უნდოდა. არადა, მოედანზე 11 "ბარსელონელი" იყო.

არ მომეწონა, თუ როგორ მომექცა კლუბი, როცა მე "ბარსა" დავტოვე. რობერტ მარტინესსა და ხოსეპ მარია ბართომეუს კარგი მანერები არ აღმოაჩნდათ," - თქვა მატიემ.

მატჩი, რომელიც ფრანგმა გაიხსენა, 2017 წელს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შედგა. ტურინში გამართული შეხვედრა პიემონტელებმა დამაჯერებელი ანგარიშით, 3:0 მოიგეს. ეს უპირატესობა მათ "კამპ ნოუზეც" შეინარჩუნეს (0:0), რისი წყალობით, ნახევარფინალში გააღწიეს.

რაც შეეხება მატიეს, იგი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურს 2014-2017 წლებში ირგებდა. მან "ბარსაში" 62 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

1 თვის წინ
246 / 1
გიო
user
Baqar89 მერე დაცვა აიყვანე ამ დროს
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ