დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა "იუვენტუსისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვედრიდან, როდესაც "იუვემ" კრიშტიანუ რონალდუს ჰეთ-თრიქის წყალობით 2 ბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა.
გავიხსენოთ, რას ამბობდა თავად პორტუგალიელი მისი ბენეფისის საღამოს.
"ეს იყო მიზეზი, რის გამოც "იუვენტუსმა" შემიძინა, სწორედ ამისთვის. მე უბრალოდ ჩემი საქმე გავაკეთე, ძალიან ბედნიერი ვარ. შესანიშნავი საღამო იყო. ეს ჩემპიონი გუნდის მენტალიტეტია", - განაცხადა კრიშტიანუმ.