კორონა ვირუსმა მთელი სამყარო შეძრა. დღეს, ამ თემაზე კრიშტიანუ რონალდუმ ისაუბრა.
"ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ, თუმცა მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება."
"მე არა როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც უბრალო ადამიანი ისე გესაუბრებით."
"ახლა მთავარია ის რჩევები გავითვალისწინოთ, რომელბსაც ჯანდაცვის ორგანიზაციები გვაძლევენ."
"ვუთანაგრძნობ ყველას, ვინც ახლობელი დაკარგა. სოლიდარობას ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ ვირუსს ებრძვის, ასევე ჩემს თანაგუნდელს. დანიელ გამაგრდი ძმაო. დიდი პატივი ჩემგან იმ ადამიანებს, ვინც ხალხის ჯანმრთელობისთვის საკუთარ სიცოცხლეს საფრთის ქვე აყენებს." - განაცხადა პორტუგალიელმა.