logo

მესი "იუვეს" ფეხბურთელზე - "თუ ის მოვა, "ბარსადან" არ წავალ"

მესი "იუვეს" ფეხბურთელზე - "თუ ის მოვა, "ბარსადან" არ წავალ"

"ბარსელონას" არგენტინელი მეგავარსკვლავი, ლიონელ მესი კლუბში შექმნილი მდგომარეობით რომ უკმაყოფილოა, სიახლეს არავისთვის წარმოადგენს.

ლეომ თავის უკანასკნელ ინტერვიუებში მრავალგზის დაადასტურა, რომ "კამპ ნოუზე" სურს დარჩენა, თუმცა ამისთვის მას ხელმძღვანელობამ წარმატების მომტანი პროექტი უნდა შეუქმნას.

ესპანური გამოცემა Don Balon წერს, რომ "ლა პულგამ" "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შეფობას ახალი მოთხოვნა წარუდგინა.

წყაროს თანახმად, რომლის ეჭვშეუტანლობაზეც თავს ნამდვილად ვერ დავდებთ, ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელს "ბლაუგრანაში" მატიას დე ლიხტის მოყვანა სწადია.

როგორც ჩანს, ლეოს მიაჩნია, რომ ტურინის "იუვენტუსიდან" ნიდერლანდელი უკანახაზელის შეძენა "ბარსას" დაცვაში არსებულ პრობლემებს ხანგრძლივი პერსპექტივით მოაგვარებს.


3 თვის წინ
799 / 0
დათო მალუტაშვილი
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 55
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); ალექს სანდრო (დაბრუნდება ივლისში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ