მოურინიო "იუვეს" აკრიტიკებს - რას წერს პორტუგალიელი სოც. ქსელში

მოურინიო "იუვეს" აკრიტიკებს - რას წერს პორტუგალიელი სოც. ქსელში

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ "იუვენტუსმა" "ზენიტი" დაამარცხა, ალიანს სთედიუმზე, ანგარიშით 4:2.

ამ გამარჯვებით "ბებერმა ქალბატონმა" გაინაღდა ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში, რითიც 25 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

აღსანიშნავია, რომ ამ დაპირისპირებაში დუბლი შეასრულა პაულო დიბალამ, რომელმაც მეორე გოლი თერთმეტმეტრიანიდან შეაგდო.

არგენტინელს ძალიან გაუმართლა, რადგან პირველ ჯერზე ააცილა და შემდეგ გადათაამაშებინეს. ამის მიზეზი "ზენიტის" ფეხბურთელებისგან ხაზის ადრე გადმოკვეთა იყო.

"რომას" ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, სოციალურ ქსელში ამ დაპირისპირების შემდეგ ასეთი პოსტი განათავსა.

"ერთი პენალტი თავიდან დაარტყმევინეს, ერთი არა..... გამოიცანით რომელი," - წერს რომაული კლუბის დამრიგებელი.

იხილეთ ფოტოები:

3 კვირის წინ
277 / 1
გიო
user
Baqar89 და შენ რა ჯანდაბა გინდა ვინ გეკითხება რამეს შენს გუნდს მიხედე
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ