TuttoSport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსი" ზაფხულში "უდინეზეს" ნახევარმცველს, როლანდო მანდრაგორას დაიბრუნებს.
წყაროს ცნობით, "ბიანკონერი" 22 წლის ფეხბურთელში 26 მილიონ ევროს გადაიხდის, რაც 6 მილიონით იქნება იმ თანხაზე, რა თანხადაც ის "უდინეზეში" გაუშვა.
ახალგაზრდა იტალიელი "იუვენტუსში" 2016-18 წლებში ირიცხებოდა და მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.