logo

ექსკლუზივი: ევროპის ჩემპიონატის გადადების შემთხვევაში უეფა კლუბებისგან კომპენსაციას ითხოვს

ექსკლუზივი: ევროპის ჩემპიონატის გადადების შემთხვევაში უეფა კლუბებისგან კომპენსაციას ითხოვს

მოგეხსენებათ, კორონავირუსმა მთელი მსოფლიო და, მათ შორის, საფეხბურთო საყარო, თავდაყირა დააყენა. თითქმის ყველა საფეხბურთო ღონისძიება გაურკვეველი ვადითაა შეჩერებული. 

გადადების საფრთხე ემუქრება წლის ერთ-ერთ მთავარ სპორტულ მოვლენას, ევროპის ჩემპიონატსაც, რომელიც 12 ივნისს უნდა დაიწყოს. 

BBC-ის ჟურნალისტი, დევიდ ორნსტეინი ავრცელებს ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თუ ევრო 2020 ერთი წლით გადაიდება, უეფა კლუბებისა და ჩემპიონატებისგან კომპენსაციის სახით 300 მილიონ ევროს მოითხოვს, რადგან მათი სურვილია, ეროვნული პირველობები ჩვეულებრივად დასრულდეს, რაც, დიდი ალბათობით, სწორედ ევროპის ჩემპიონატის გადადებას გამოიწვევს. 

შეგახსენებთ, რომ უეფა კიდევ ერთ სხდომას დღეს გამართავს. საინტერესოა, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

3 თვის წინ
417 / 0
სესე
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 54
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); ალექს სანდრო (დაბრუნდება ივლისში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ