ალეგრის პირველი კომენტარი "ჩელსისთან" განადგურების შემდეგ

ალეგრის პირველი კომენტარი "ჩელსისთან" განადგურების შემდეგ

მასიმილიანო ალეგრიმ "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ პირველო კომენტარი გააკეთა.

აი რას ამბობს იტალიელი სპეციალისტი sky sports - თან ინტერვიუში.

"ჩვენ კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, მეორე ტაიმში კი მთელი ძალებით გვიტევდნენ და 2 ძალიან ცუდი გოლი გავუშვით, მაგრამ პირველ ტაიმში კარგები ვიყავით. 

სამწუხაროა, რომ 4 გოლი გავუშვით, თუმცა მიზანი მიღწეულია, პლეიოფში კვალიფიკაცია მოვიპოვეთ. მოდით ვიფიქროთ შაბათზე.

იყო მომენტები, როდესაც ძალიან ბევრი ბურთი დავკარგეთ. ჩვენ უნდა განვვითარდეთ. როდესაც ასეთი ტიპის მატჩებს თამაშობ, შენ უნდა შეანოლო ტემპი, რადგან ოპონენტი ძალიან სწრაფად თამაშობს. ისინი ევროპის ჩემპიონები არიან, მათ ძალიან კარგი ტექნიკა აქვთ.

წინა მატჩში სხვანაირი თამაში ვაჩვენეთ და 90 წუთი დაცვაში ყურადღებით ვიყავით. დღეს ეს მხოლოდ 45 წუთი გავაკეთეთ, შემდეგ აღარ ვცდილობდით და გოლები გავუშვით, მაგრამ 1/16 რაუნდს მივაღწიეთ.

ბიჭებს მივულოცე პლეიოფი, ლაციოსთან მატჩის შემდეგ ევროპაში ნამდვილად ცუდად ვიასპარეზეთ. ახლა უნდა დავმშვიდდეთ და მოვიპოვოთ ბალანსი. ჩვენი სისუსტეეები და სიძლიერეები ვიცით. გვაქვს ლიმიტი და ეს კარგად გვესმის, ჯერ ყველაფერი წინაა," - ამბობს იტალიელი სპეციალისტი.

2 დღის წინ
390 / 1
გიო
user
Baqar89 ალეგრი ცოტა დრო გაქ რო გუნდი გუნდს დაამსგავსო სანამ მთავარი თამაშები დაიწყება ლიგაზე რომელი ადგილითაც არ უნდა გახვიდეთ ამ თამაშით არფერი გამოვა
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ