კრიშტიანუ რონალდუს მორიგი რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე

კრიშტიანუ რონალდუს მორიგი რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე

გუშინ "იუვენტუსს" ცუდი ღამე ქონდა, თუმცა არა კრიშტიანუ რონალდუს და "მანჩესტერს".

"ვილიარეალის" კოშმარი ისევ პორტუგალიელი გამოდგა, რომელმაც ეფექტური გოლით ანგარიში გახსნა და საბოლოოდ, "მანჩესტერ იუნაიტედს" მოაგებინა.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა ბოლო 15 წუთში უკვე მესამედ გაიტანა მატჩის მომგები გოლი.

Opta-ს ცნობით, ეს რეკორდია და აქამდე, მსგავსი შედეგი ისტორიაში არც ერთ სხვა ფეხბურთელს არ დაუფიქსირებია.

კრიშტიანუმ ეს პირველ 5 მატჩში მოახერხა, წინ კი ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი შეხვედრა და პლეიოფებია.

რონალდუს ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ ტურნირზე 6 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მე-3 პოზიციას იკავებს, რობერტ ლევანდოვსკისა და სებასტიან ალეს შემდეგ.

2 დღის წინ
130 / 1
გიო
user
Baqar89 მაგარია 
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ