"იუვენტუსმა" ალვარო მორატას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

"იუვენტუსმა" ალვარო მორატას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

"ბებერი ქალბატონის" მენეჯმენტმა, საკუთარი გუნდის ესპანელი თავდამსხმელის ალვარო მორატას მომავალი ნათელი გახადა. 

იტალიელი ჟურნალისტის, ნიკო სჩირას ინფორმაციით, ტურინულ გრანდს არ სურს თავდამსხმელის კონტრაქტის საბოლოო გამოსყიდვა. მოგეხსენებათ, რომ ის ამ ეტაპზე ესპანურ "ატლეტიკოს" ეკუთვნის.

ფეხბურთელი მადრიდიდან ორწლიანი იჯარით იყო წამოყვანილი, საბოლოო ჯამში 35 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შესაძლებლობით.

"იუვენტუსს" სურდა, რომ სატრანსფერო თანხა შემცირებულიყო ვინაიდან ისინი ალვაროს კლუბში დატოვებაზე ფიქრობდნენ თუმცა გარემოება შეიცვალა, მათ მთლიანად მიატოვეს ფეხბურთელის საბოლოოდ შეძენის იდეა, იტყობინება წყარო. კლუბის ხელმძღვანელები ესპანელის თამაშით უკმაყოფილონი არიან.

მართალია ზაფხულამდე დროა, მაგრამ თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ალვაროს ტურინს გარეთ ვიხილავთ.

2 დღის წინ
256 / 1
გიო
user
Baqar89 ნუ აღარ მიკვირს ვეღარ თამაშობს
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ