დაძაბულობის პიკი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე

დაძაბულობის პიკი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ჩემპიონატმა ბევრი სიურპრიზი შემოგვთავაზა და ბევრი რამით გაგვაკვირვა.

ჯგუფების უმეტეს ნაწილში ბევრი მოულოდნელობა მოხდა, ზოგში კი ჯერ კიდევ არავინ იცის რა მოხდება.

დავიწყოთ A ჯგუფით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და დაძაბული კალათაა. შესაძლოა, ბევრს ეგონა, რომ მესი-ნეიმარი-მბაპეს ტრიო ლიგაზე უამრავ გოლს შემოგვთავაზებდა, მაგრამ ამ მომენტისთვის "პსჟ"-ს 5 მატჩში 9 გოლი მოუგროვდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ 9 გოლიდან მბაპესა და მესის დუეტმა ერთად 5 გოლის გატანა შეძლო, ნეიმარს თავი კი საერთოდ არ გამოუჩენია. "სიტიმ" პირველი ადგილი გაინაღდა, პარიზელები მეორეთ გავიდნენ მომდევნო ეტაპზე. აქ მეტი მოულოდნელობა წესით და რიგით აღარ უნდა მოხდეს, თუ "ბრუგემ" ან "ლაიფციგმა" არ დააკარგინა ქულები ჯგუფის და არა მარტო ჯგუფის ლიდერებს.

B ჯგუფში ყველაფერი მართლაც დაძაბულია. მოდით, "ლივერპული" გამოვთიშოთ, რადგან მერსისაიდელებმა უკვე პირველი ადგილით გაინაღდეს მომდევნო ეტაპი, მაგრამ რა ხდება ცხრილის ქვემოთ? "პორტუს" 5 ქულა აქვს, მას კი "მილანი" და "ატლეტიკო" 4-4 ქულით მოსდევენ.

მიუხედავად იმისა, რომ ესპანელები ამ ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო ეტაპზე გასვლის ყველაზე მარტივი შანსი მათ აქვთ, რადგან მათი მეტოქე "პორტუა", მილანელებს კი "ლივეპრულის" დამარცხება მოუწევთ ჩემპიონთა ლიგაზე დასარჩენად.

თუმცა თუ პორტუგალიელებმა იყოჩაღეს და არ წააგეს, სხვა გუნდებს შანსი აღარ ექნებათ. ერთი სიტყვით, ამ ჯგუფში ეპიკური დასასრული გველის.

და აი, ახლა მართლაც დიდ შესაძლო სიურპრიზს შეიძლება მივუახლოვდეთ ჯგუფ E-ში, სადაც მონსტრი "ბაიერნი" ყველაფერს გააკეთებს "ბარსელონას" კვლავ გასანადგურებლად. კატალონიელებს მინიმუმ არწაგება მოუწევთ (თუ "ბენეფიკამ" რუსებს ვერ მოუგო), რათა მომდევნო ეტაპზე გასვლა გაინაღდონ. 

განა ვიხილავთ "ბარსელონას" ევროპა ლიგაზე? შეძლებს ხავის გუნდი ჩვენს გაოცებას და მონსტრის დამარცხებას ან იმით გაოცებას, რომ ევროპა ლიგაზე იასპარეზებენ? ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება.

ჯგუფ F-შიც ძალიან დაძაბულია ვითარება, ინგლისელებმა კი გაინაღდეს საგზური, მაგრამ მეორე ადგილისთვის "ვილიარეალი" "ატალანტა" და "იანგ ბოიზიც" კი იბრძვიან. დიახ, სამივე გუნდი იბრძვის ამ ადგილისთვის. აქაც ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება.

ჯგუფი G-ში შესაძლოა გრანდი არ არის, მაგრამ სწორედ ეს ფაქტი აქცევ ამ ჯგუფს ყველაზე დაძაბულად. ჯერ კიდევ არ გარკვეულა რომელიმე გუნდი 100%-ით გადის მომდევნო ეტაპზე თუ არა, არც ის გარკვეულა, რჩება თუ არა. მოკლედ რომ ვთქვათ, მთლიანი ჯგუფის ბედი ბოლო ტურზეა დამოკიდებული.

შეიძლება იფიქროთ, რომ H ჯგუფში არაფერი შეიცვლება იქიდან გამომდინარე, რომ 4-ვე გუნდმა იცის სად იასპარეზებს მომავალში, მაგრამ მცირე ინტრიგა მაინც არის. დიახ, თუ "ზენიტი" "ჩელსის" ქულებს დააკარგვინებს და "იუვენტუსი" მალმოს დაამარცხებს, ჯგუფს პირველი ადგილით ტურინელები დაასრულებენ. ამჟამად ლიდერის წოდება წინა ტურიდან "ჩელსიმ" მოიპოვა მას შემდეგ, რაც "იუვე" 4-0 გაანადგურა.

ასე და ამგვარად, წინ დიდი შეხვედრები გველის და ეს ლამაზი ჩემპიონატი კიდევ და კიდევ უფრო ლამაზდება. ჩვენც ხომ სწორედ ეს გვხიბლავს, რაც მეტი ინტრიგა იქნება მოედანზე, მით უფრო სანახაობრივი გამოდის მატჩებიც.

 

1 დღის წინ
147 / 1
Iakob kiria
user
Baqar89 მადლობა მეგობარო ასეთი სრული სტატია ამ თემასთან დაკავშირებით რო დადე ყველაფერი წინ არის და კიდე ბევრი წარმატება იქნება 
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ