დე ლიხტი შესაძლოა ხელშეუხებელი აღარ იყოს

დე ლიხტი შესაძლოა ხელშეუხებელი აღარ იყოს

ტურინის "იუვენტუსის" ნიდერლანდელი ცენტრალური მცველი, ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი მატიას დე ლიხტი შესაძლოა ტურინული გრანდიდან გადაბარგდეს და კარიერა სხვა რომელიმე კლუბში გააგრძელოს. 

ამ ყველაფერს ვერ ვიტყოდიტ ჯერ კიდევ გასულ სეზონში რადგან უკანახაზელი კლუბის ხელშეუხებელ ფეხბურთელად ითვლებოდა. 

რა შეიცვალა? დღეს გავრცელებული უახლესი ცნობით, კლუბის მენეჯმენტი ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელის სანაცვლოდ იქნება კოლოსალური შეთავაზება რომელიც თანხობრივად იქნება მიმზდველი, იტალიური გრანდი მის გაყიდვაზე დაფიქრდება. 

მინიმუმი თნხა რომელზეც ტურინული გრანდი იფიქრებს არის 85 მილიონი ევრო, თანხა რომელიც თავის დროზე "ბებერმა ქალბატონმა" ფეხბურთელის სანაცვლოდ გადაიხადა. 

ასევე გაჟღერდა ინფორმაციები რომ მატიასის დამატებას არაერთი ინგლისური კლუბი ფიქრობს, მათ შორის არის ანტონიო კონტეს "ტოტენჰემი", სადაც სპორტულ დირექტორად ფაბიო პარატიჩი მუშაობს. ინფორმაცია Todofichajes - მა გაავრცელა. 

8 თვის წინ
479 / 1
user
Baqar89 არ იქნება სწორი არანაირად ჩემი აზრით
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ