ალეგრის პრესკონფერენცია მატჩამდე: "მას ტრავმა აქვს და ხვალ არ იქნება"

ალეგრის პრესკონფერენცია მატჩამდე: "მას ტრავმა აქვს და ხვალ არ იქნება"

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ, ჩვენი დროით 21:00 - ზე, "იუვენტუსი" "ატალანტას" წინააღმდეგ გამართავს მატჩს.

გთავაზობთ "ბებერი ქალბატონის" მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენციას, მატჩამდე.

"ჩვენ აუცილებლად უნდა მივულოცოთ ატალანტას იმის გამო, რა სამუშაოც ბოლო წლებში გაწიეს. მათთან თამაში ძალიან რთულია.

თამაში, რომელიც უნდა მოგვეგო ტურინში, მოვიგეთ. შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ იუვენტუსი და 4:0-ს არ უნდა ვაგებდეთ.

ეს თვე მნიშვნელოვანია, რათა ცხრილში წინ წავიწიოთ და მოვახერხოთ ქულების აღება.

კიელინი და ბერნანდესკი გუშინ ვარჯიშობდნენ, რემზის ტრავმა აქვს და არ გვეყოლება, დე შილიო სამშაბათს დაგვიბრუნდება.

დე ლიხტი 3 მცველიან ტაქტიკაში? ჩვენ ხვალ 4 მცველით გავალთ. ატალანტა კარგი გუნდია და სიფრთხილე გვმართებს.

პელეგრინი იზრდება, ჯერ არ გადამიწყვეტია ის იქნება ხვალ თუ ალექს სანდრო. მას ჩელსისთან ცუდად არ უთამაშია.

პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ქულებს პატარა გუნდების წინააღმდეგ ვკარგავთ, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

არტური? მისით ბედნიერი ვარ, ის ნამდვილი პროფესიონალია. კულუსევსკი? ის უმჯობესდება, თუმცა კბილის პრობლემები ისევ აქვს. ამ თამაშისთვის სასტარტო თერთმეტეული ჯერ არ შემირჩევია.

ხვალ იქნება მატჩი გუნდების, რომლებიც, ამ მომენტში, მე-4 პოზიციისთვის იბრძვიან," - ამბობს იტალიელი სპეციალისტი.

8 თვის წინ
424 / 1
გიო
user
Baqar89 რთული თამაში იქნება
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არტური

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ