
მიმდინარე წილისყრაზე გაირკვა, თუ ვის დაუპირისპირდება იტალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრ საპლეიოფო ეტაპზე.
როგორც მოგეხსენებათ, "აძურიმ" ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრე ითამაშა, რის გამოც მეორე პოზიცია დაიკავა.
შესაბამისად, შვეიცარიელები პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრნენ, იტალიელებმა კი პლეიოფის ეტაპზე გადაინაცვლეს და მათი მეტოქეც გაირკვა.
იტალიის მოწინააღმდეგე ნახევარფინალურ ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონია იქნება. ამ წყვილში გამარჯვებული ფინალში პორტუგალიასა და თურქეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ ფინალურ მატჩს პორტუგალიასა და თურქეთს შორის გამარჯვებული უმასპინძლებს, რაც იტალიას უფრო ნაკლებ შანსს აძლევს მოგების.
აქვე გეტყვით, რომ ეს მატჩები 2022 წლის მარტში გაიმართება.