logo

მატუიდის მეუღლის განცხადება

მატუიდის მეუღლის განცხადება

მოგეხსენებათ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ "იუვენტუსის" ნახევარმცველის, ბლეზ მატუიდისთვის ჩატარებულმა ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. 

Covid-19-ის დადასტურების შემდეგ პირველი განცხადება ფრანგის მეუღლემ გააკეთა:

"უკვე ერთი კვირაა, სახლში ვართ და გარე სამყაროსთან არანაირი კონტაქტი არ გვქონია. ვითხოვთ სიმშვიდესა და კონფიდენციალურობას. ჩვენ, ალბათ, კიდევ ათი დღე დავრჩებით სახლში. ბლეზი არ ილაპარაკებს. მან მთხოვა, ყველას მოვახსენო, რომ ის კარგადაა", - განაცხადა მატუიდის მეუღლემ. 

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ნახევამრცველი "იუვეს" მეორე ფეხბურთელია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. პირველად Covid-19 დანიელე რუგანის დაუდგინდა. 

3 თვის წინ
446 / 0
სესე
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 52
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); ალექს სანდრო (დაბრუნდება ივლისში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ