მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსი" ლიონის "ოლიმპიკის" ახალგაზრდა ნახევარმცველის, ჰუსემ აუარის შეძენითაა დაინტერესებული.
Corriere dello Sport ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბიანკონერის 21 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში კონკურენტები გამოუჩნდნენ. წყაროს ცნობით, ფრანგის შეძენა პსჟ-სა და "მანჩესტერ სიტისაც" სურთ.
ასე რომ, "იუვენტუსს" ბრძოლა მოუწევს. ცნობილია, ასევე, რომ ფრანგული კლუბი 70 მილიონ ევროზე დაბალ შეთავაზებას არ განიხილავს.