როდის განახლდება სერია ა - სამი ახალი შესაძლებლობა

როდის განახლდება სერია ა - სამი ახალი შესაძლებლობა

მოგეხსენებათ, გუშინ უეფას მიერ გამართულ სპეციალურ სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ ევროპის ჩემპიონატი 2020 წლის ნაცვლად 2021 წელს ჩატარდება. 

ეს, დიდი ალბათობით, გამოიწვევს იმას, რომ ქვეყნების ჩემპიონატები ჩვეულებრივად დამთავრდება და არანაირ მატჩების შემცირებას არ ექნება ადგილი, თუმცა, საკითხავია, როდის იქნება შესაძლებელი სეზონის განახლება.

იტალიური წყაროები გვთავაზობენ 3 შესაძლო ვარიანტს, თუ როდის განახლდება სერია ა.

I ვარიანტი

განახლება - 2 მაისს

დასრულება - 28 ივნისს

II ვარიანტი

განახლება - 9 მაისს

დასრულება - 8 ივლისს

III ვარიანტი

განახლება - 16 მაისს

დასრულება - 12 ივლისს

რაც შეეხება კოპა იტალიას, იტალიური წყაროები მოიაზრებენ, რომ ნახევარფინალური ეტაპის მატჩები 20 და 21 მაისს, ფინალი კი 18 ივნისს გაიმართება.

როგორც ვხედავთ, იტალიაში სეზონის განახლება მაისამდე პრაქტიკულად შეუძლებელია.


10 თვის წინ
741 / 0
loss დანაკლისი
injury

site.travms

დიბალა - დაბრუნდება თებერვალში. კუადრადო - დაბრუნდება თებერვალში. ალექს სანდრო - დაბრუნდება თებერვალში. დე ლიხტი - დაბრუნდება თებერვალში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ