"იუვენტუსის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა მოულოდნელად ტურინი დატოვა და არგენტინაში გაემგზავრა. ამ ინფორმაციას ავროტიტეტული იტალიელი ჟურნალისტი, რომერო აჯრესტი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, "პიპიტა" სამშობლოში საკუთარ დედასთან ახლოს ყოფნის გამო ჩავიდა, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.
იგუაინს ქვეყნის დატოვების საშუალება მას შემდეგ მისცეს, რაც კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.